სამოდელო VI კლასში, ჩვენი საქართველო


გაკვეთილის გეგმა
რა განაპირობებს  დასახლებისა და საცხოვრისის ტიპების თავისებურებებს საქართველოს ამა თუ იმ მხარეში.?
საზ.მეც.დაწყ  3(II) საქართველოს მხარეების ბუნებრივი და  სოციალურ-კულტურული მახასიათებლების შესწავლა
საზ.მეც.დაწყ 5(II) საქართველოსთვის დამახასიათებელი ბუნებრივი მოვლენების გამომწვევი მიზეზებისა და მათი შედეგების გააზრება ბუნებრივ მოვლენებზე ადეკვატური რეაგირება და მათგან თავდაცვა.



მასწავლებელი:ბელა კუჭუხიძე
ჩვენი საქართველო

თემა:რა:რა  განაპირობებს  დასახლებისა და საცხოვრისის ტიპების თავისებურებებს საქართველოს ამა თუ იმ  მხარეში
დრო: 45 წუთი

გაკვეთილის მიზანი:მოსწავლეები იმსჯელებენ  საქართველოს  სხვადასხვა მხარეში გავრცელებული საცხოვრისის ტიპების თავისებურებაზე  და რუკის მიხედვით შეძლებენ  სხვადასხვა ტიპის ნაგებობების გავრცელების არიალის დადგენას.


მოსალოდნელი შედეგები:შედეგი მიღწეულია თუ მოსწავლე ასხვავებს საქართველოში გავრცელებული სახლის ტიპებს,უკავშირებს მათ გეოგრაფიულ გარემოს და მსჯელობს კონკრეტულ გეოგრაფიულ გარემოში მათი გაჩენის მიზეზებზე.მოსწავლეს შეუძლია საქართველოს  კონტურულ რუკაზე აღნიშნოს სხვადასხვა ტიპის სახლების    გავრცობის არიალი.. 


ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:

საზ.მეც.დაწყ.((II)3საქართველოს მხარეების ბუნებრივი და სოციალურ-კულტურული მახასიათებლის  შესწავლა
საზ.მეც.დაწყ.(II)5საქართველოსთვის დამახასიათებელი ბუნებრივი მოვლენების გამომწვევი მიზეზებისა და მათი შედეგების გააზრება; ბუნებრივ მოვლენებზე ადეკვატური რეაგირება და მათგან თავდაცვა.


საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები: მოსწავლეებს გააჩნიათ გარკვეული ცოდნა საქართველოს მხარეების   შესახებ, რუკის საშუალებით განსაზღვრავს და მოიძიებს საქართველოს მხარეებს,  დაგროვილი ცოდნის ანალიზის უნარი. მსჯელობისა და შედარების, ურთიერთ შეფასების და თვით შეფასების უნარი.


შეფასება:განმავითარებელი, განმსაზღვრელი


სასწავლო მასალა და რესურსები : ჩვენი საქართველო ,დაფა,ფლირჩატები,მარკერები,კომპიუტერი, პროექტორი,,ფიზიკური/ პოლიტიკური და კონტურული რუკები.


აქტივობა1.კითხვა პასუხი.3 წუთი
აქტივობის მიზანი:წინარე ცოდნის გააქტიურება
აქტივობის აღწერა:მოსწავლეები გაიხსენებენ და უპასუხებენ შემდეგ კითხვებს:1 არის თუ არა საქართრველოს რელიეფი მრავალფეროვანი?2 რამდენ ნაწილად ყოფს ლიხის ქედი საქართველოს?საქართველოს რომელ მხარეში არის ჰავა მშრალი და ნოტიო?
აქტივობა2.მინი ლექცია10 წუთი
აქტივობის მიზანი:მოსწავლეები ეცნობიან და იღებენ ინფორმაციას საქართველოში გავრცელებული სახლის ტიპების თავისებურებაზე საქართველოს ამა თუ იმ მხარეში.
აქტივობა3ახალი მასალის პროვოცირების მიზნით მოსწავლეებს ვაჩვენებ პროექტორის საშუალებით დოკუმენტალურ ფილმს საქართველოს კუთხეები და მათვის დამახასიათებელი .ტრადიციული საცხოვრებელი ტიპის სახლები12 წუთი
აქტივობის მიზანია:მოსწავლეებმა შესასწავლ მასალას ჩაწვდნენ სიღრმისეულად,რის შემდგომ ინდივიდუალურად ადგენენ T და ახდენენ დიფერენციაციას მთისა და ბარის სახლების ტიპებს შორის.ფიზიკური/პოლიტიკური რუკის მეშვეობით კონტურულ რუკაზე აღნიშნავენ მთისა და ბარის ტიპის სახლების გავრცელების არეალს.
აქტივობა4 :ჯგუფური მუშაობა12წუთი
აქტივობის მიზანია:მოსწავლეებმა ჯგუფებში შეძლოს  მიღებული ინფორმაციისა და ნანახი რესურსის შედეგად  დავალების შესრულება,კლასი გაიყობა ორ ჯგუფად ,ერთ ჯგუფს მიეცემა აღმოსავლეთ და მთიანეთის ტრადიციული სახლის  დავალება მეორე ჯგუფს  დასავლეთ საქართველოში გავრცელებული ტრადიციული სახლების აღწერა.თითოეული ჯგუფი წარმოადგენს დავალებას პრეზენტაციის სახით,მოსწავლეები აღწერენ(დარბაზული,კოშკური და ოდა სახლის ტიპებს)პრეზენტაცის დასრულების შემდგომ სცემენ დახურულ კითხვას პასუხს.რატომ ახდენს ბუნებრივი გარემო პირობები  გავლენას  საცხოვრისის ტიპების თავისებურებაზე?

5დავალება: ჩაატარონ კვლევა თემაზე „რა მასალისაგან შენდებოდა საქართველოს სხვადასხვა მხარეში სახლები“
“3წუთი
შეფასება: მოსწავლეები შეფასდებიან შეფასების რუბრიკების მიხედვით 5 წუთი




 შეფასების რუბრიკები



                          
სასუალოზე დაბალი
1-4
საშუალო
5-6
საშუალოზე მაღალი
7-8
მაღალი
9-10
არ შეუძლიათ იმსჯელონ თუ რამ განაპირობა საქართველოში სხვადასხვა საცხოვრებელი ტიპის სახლების თავისებურება.  ვერ ადარებენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გავრცელებულ სახლის ტიპებს.

 არ შეუძლია დახმარების მიუხედავად მოპოვებული ინფორმაციის დიფერენციაცია.
საქართველოს ფიზიკური/პოლიტიკური რუკის გამოყენებით ვერ ახერხებენსაქართველოს  სხვადასხვა ტიპის საცხოვრებელის არიალის აღვნიშვნას კონტურულ რუკაზე.
საჭიროებს დახმარებას რათა შესძლოს  მსჯელობა თუ რამ განაპირობა საქართველოში სხვადასხვა ტიპის სახლების ტიპის თავისებურებასა. საქართველოში  სხვადასხვა კუთხეში გავრცელებული სახლის ტიპების შედარების დროს საჭიროებს დახმარებას

საჭიროებს დახმარებას მოპოვებული უნფორმაციის დიფერენციაციისთვის.
საჭიროებს დახმარებას  რათა საქართველოს ფიზიკური/პოლიტიკური რუკის გამოყენებით საქართველოს კონტურულ რუკაზე  აღნიშნოს სხვადასხვა ტიპის საცხოვრებელი სახლების გავრცობის არიალი.

მოსწავლე  მსჯელობს  თუ  რამ განაპირობა საქართველოს სხვადასხვა საცხოვრებელი ტიპის სახლების თავისებურებანი.
ადარებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გავრცელებულ სახლის ტიპებს.

 ახდენს  მოპოვებული ინფორმაციის დიფერენციაციას.
შეუძლია საქართველოს ფიზიკური/პოლიტიკუი რუკის გამოყენებით კონტურულ რუკაზე  საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გავრცელებული სახლის ტიპების  გავრცობის არიალის  აღნიშვნა.

მოსწავლეს  კარგად მსჯელობს თუ რამ განაპირობა საქართველოში სხვადასხვა საცხოვრებელი ტიპის სახლების თავისებურება.
 
კარგად ახდენს მოპოვებული ინფორმაციის დიფერენციაციას.
კარგად იყენებს საქართველოს ფიზიკურ?პოლიტიკურ რუკას ,მათი გამოყენებით კონტურულ რუკაზე აღნიშნავს სხვადასხვა ტიპის სახლეების გავრცელების  არიალს.
                                

No comments:

Post a Comment