ისტ გამოყენება გაკვეთილის გეგმა


                                            გაკვეთილის გეგმა

მასწავლებელი:ბელა კუჭუხიძე
საგანი:ისტორია
კლასი:VII
თემა:ხალხთა დიდი გადასახლება
დრო:45 წუთი
მოსწავლეთა პროფილი:კლასში არის 5 მოსწავლე
გაკვეთილის მიზანი:მოსწავლეები  შეძლებენ   ხალხთა დიდი გადასახლების  მიზეზების დასახელებას და რუკის მეშვეობით აღნიშნავენ მათი განსახლების არეალს.იმსჯელებენ , დაახასიათებენ და შეადარებენ რომისა და მომთაბარე ტომების  ყოფაცხოვრებასა და კულტურას.


მოსალოდნელი შედეგები: :მსჯელoბენ ჰუნების შემოსვლას ცენტრალურ ევროპაში და გერმანული ტომების  გადასახლებაზე, მოძიებული ინფორმაციას ახარისხებენ, დასკვნებს აკეთებენ შესაბამის ისტორიუl რუკაზე, ხაზავენ გოთების, ფრანკების, ვანდალების, ანგლების გადასახლებას ცალკეულ სახელმწიფოების საზღვრებს,  ისტორიული ეთნოგრაფიული მხარისა  და რუკის  მეშვეობით მსჯელობენ მსოფლიო ისტორიის ძირითად მოვლენებზე. ისტის რესურსის გამოყენებით ახდენს შესასწავლი მასალის სიღრმისეულ წვდომას.


ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი: ისტ VII.2. მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს სხვადასხვა ქვეყნის,ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარისა და გეოგრაფიული ობიექტის მდებარეობა რუკაზე.
ისტ.VII 3  მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს და შეადაროს ერთმანეთს სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში არსებული სახელმწიფოს მმართველობის ფორმები.
ისტVII8 მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა წესი,კანონი,ტრადიცია განასხვავოს ამათუ იმ ისტორიული ეპოქისადმი მათი კუთვნილების მიხედვით



საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები: მოსწავლეებს გააჩნიათ გარკვეული ცოდნა რუკაზე მუშაობის.  იციან რომის ისტორია, მოძიებული აქვთ ინფორმაცია მომთაბარე ტომების  შესახებ. იყენებენ ისტის რესურს. დაგროვილი ცოდნის ანალიზის უნარი. ურთიერთ შეფასების და თვით შეფასების უნარი.


შეფასება და თვითშეფასება:განმსაზღვრელი და განმავითარებელი


სასწავლო მასალა და რესურსები:VII კლასის   ისტორიის სახელმძღვანელო კლასის ავტორი გ. სანიკიძე,დაფა,ფლირჩატები,მარკერები,კომპიუტერი.ინტერნეტი.


აქტივობა 1: კითხვა პასუხი
აქტივობის მიზანი:წინარე ცოდნის გახსენება
აქტივობა2: მინი ლექცია
აქტივობის მიზანი:ახალი მასალის გაგება.
აქტივობა3 ისტის რესურსის გამოყენება (დიაგრამა,რუკები)
აქტივობის მიზანი:ახალი მასალის სიღრმისეული წვდომა

დავალება: დაწერონ მოკლე თხუზულება ხალხთა გადასახლების მიზეზების შესახებ.
შეფასება: მოსწავლეები შეფასდებიან შეფასების რუბრიკების მიხედვით5წუთი


No comments:

Post a Comment